ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანთან ბირთვული შეთანხმების გაფორმებასთან ახლოს არის, რაც ირანის პრეზიდენტმა უარყო

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანთან ბირთვული შეთანხმების გაფორმებასთან ახლოს არის, რაც ირანის პრეზიდენტმა უარყო

ირანთან ბირთვული შეთანხმების გაფორმებასთან ახლოს ვართ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კატარში ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ხანგრძლივი მშვიდობისთვის ჩვენ ირანთან ძალიან სერიოზულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ირანი ნაწილობრივ დათანხმდა პირობებს და ისინი, როგორც ამას მე ვუწოდებ, ბირთვულ მტვერს არ შექმნიან. ირანში ბირთვულ მტვერს ჩვენც არ შევქმნით“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპის განცხადება ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა უარყო და აშშ-ის პრეზიდენტს გულუბრყვილო უწოდა.
„გულუბრყვილოა, თუ ფიქრობს, რომ შეუძლია დაგვემუქროს და ჩვენ მის მოთხოვნებს დავთანხმდებით. ჩვენს ღირსებას არასდროს დავთმობთ და ეს ყველა ირანელის სისხლშია“, - აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.