დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ “ჩატში”, სადაც „ჰუსიტების“ წინააღმდეგ სარაკეტო იერიშების გეგმებს განიხილავდნენ, შეცდომით ამერიკელი ჟურნალისტი დაამატა

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ “ჩატში”, სადაც „ჰუსიტების“ წინააღმდეგ სარაკეტო იერიშების გეგმებს განიხილავდნენ, შეცდომით ამერიკელი ჟურნალისტი დაამატა. ამის შესახებ სტატიას თავად ჟურნალისტი, გამოცემა The Atlantic-ის მთავარი რედაქტორი, ჯეფრი გოლდბერგი აქვეყნებს.
ჯეფრი გოლდბერგი წერს, რომ 11 მარტს აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ იემენში სარაკეტო იერიშების განხორციელებამდე ოთხი დღით ადრე, მაიკ უოლცისგან (ეროვნული უსაფრთხების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველი) მესენჯერ Signal-ის ჩატში, სახელწოდებით „Houthi PC small group“-ში მიწვევა მიიღო.
გოლდბერგის ცნობით, ჩატში 18 ადამიანი იყო, მათ შორის, აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი, CIA-ს დირექტორი ჯონ რეტკლიფი, ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და სხვები.
აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ბრაიან ჰიუზმა The New York Post-ს გოლბერგის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაუდასტურა და აღნიშნა, რომ „ჩატში მიმოწერა ნამდვილია და ახლა იკვლევენ, თუ როგორ დაემატა შემთხვევითი ნომერი ჩატს“.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი: ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ, როგორც იქნა მოხდა კონსტიტუციურ ჩარჩოებში პრეზიდენტის ინსტიტუციის მოქცევა. როგორც მოგეხსნებათ, ჩემმა წინამორბედმა განსხვავებული გზა აირჩია