პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“დონალდ ტრამპთან ძალიან კარგი საუბარი მქონდა” – ზელენსკი

“დონალდ ტრამპთან ძალიან კარგი საუბარი მქონდა” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მას “დიდი შვიდეულის” შეხვედრის ფარგლებში ამერიკის ლიდერთან, დონალდ ტრამპთან კარგი საუბარი ჰქონდა. მან იმედი გამოთქვა, რომ ამერიკა მომავალშიც დაუჭერს მხარს უკრაინას.
G7-ის სამიტი ომის მე-3 წლისთავთან დაკავშირებით ჩატარდა.
“რაც შეეხება დონალდ ტრამპს… ახლახან გვქონდა საუბარი. ეს იყო ძალიან კარგი საუბარი “დიდი შვიდეულის” შეხვედრის ფარგლებში, რომელსაც კანადა ხელმძღვანელობდა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამერიკა, სხვა ჩვენი პარტნიორების მსგავსად გააგრძელებს მხარდაჭერას. რა თქმა უნდა, ევროპასა და აშშ-ს შორის ერთიანობა არ უნდა დავკარგოთ”, – თქვა ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 თებერვალი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.