ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპთან შეხვედრების შედეგების განსახილველად ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ხვალ რიგგარეშე სამიტი მოიწვია

დონალდ ტრამპთან შეხვედრების შედეგების განსახილველად ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ხვალ რიგგარეშე სამიტი მოიწვია

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დღევანდელი შეხვედრების შედეგების განსახილველად ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა რიგგარეშე სამიტი მოიწვია.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას ცნობით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების სამიტი ხვალ, ვიდეო კონფერენციის ფორმატში გაიმართება.
„აშშ-თან ერთად, ევროკავშირი ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად მუშაობას გააგრძელებს, რომელიც უკრაინისა და ევროპის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უსაფრთხოების ინტერესებს დაიცავს“, - წერს ანტონიო კოშტა X-ზე.
ევროკავშირის ლიდერების შეხვედრა ბრიუსელის დროით 13:00 საათზე (თბილისის დროით 15:00 საათი) დაიწყება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.