დონალდ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მაჰმუდ აბასმა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს წერილი მისწერა

დონალდ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მაჰმუდ აბასმა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს წერილი მისწერა, – პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტის წერილს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
წერილში პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის გამო აღშფოთება გამოხატა.
„კანონისა და წესრიგის სამყაროში ძალადობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. სხვების პატივისცემა, შემწყნარებლობა და ადამიანის სიცოცხლის დაფასება არის ის, რამაც უნდა გაიმარჯვოს“, – წერს მაჰმუდ აბასი.
საპასუხო წერილში დონალდ ტრამპმა მაჰმუდ აბასს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება