,, დომენტისაც მოვესწარი. ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ მეც იგივე ბრალდებებით წამიყენებდნენ ბრალს” – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს:
,,ივანიშვილის პროკურატურა მე და სხვა თანაბრალდებულებს ოფიციალურად გვადანაშაულებს საბოტაჟში და უცხო მტრული სახელმწიფოსადმი ხელშეწყობაში.
ზუსტად ამ ბრალდებით 1937 წელს 10 წლით გადაასახლეს, ჩემი დიდი ბაბუა ნიკოლოზ წერეთელი და მეორე დიდი ბაბუა დომენტი ალასანია, რომელიც რკინიგზის საბოტაჟში დაადანაშაულეს. ჩემი დიდი ბებიის თამარ აბაშიძის ძმა დახვრიტეს ელექტროენერგეტიკაში საბოტაჟისთვის და გერმანიასთან კავშირისთვის.
თამარმა და ნიკოლოზმა მე გამზარდეს და დომენტისაც მოვესწარი. ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ მეც იგივე ბრალდებებით წამიყენებდნენ ბრალს.“

ასევე დაგაინტერესებთ

სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად დაფინანსდება, თუმცა მესამე სემესტრიდან გარანტირებული, გრანტის მხოლოდ ნახევარი იქნება, მეორე ნახევრის შესანარჩუნებლად კი სტუდენტებს გარკვეული პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ

ნანუკა ჟორჟოლიანი – თუ პარტიის თავმჯდომარე ხარ, უნდა იყო პრემიერობის კანდიდატიც, რაც მე არ ვიქნები, შესაბამისად, თუ სააკაშვილი იქნება პრემიერობის კანდიდატი, მე ვიქნები მისი ეფექტური მენეჯერი – რაც შეეხება ბოკუჩავას, მასთან დაკავშირებით სინდისის ქენჯნა არ მაქვს