ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დოლიძე: ცესკოში მიღებული ცვლილებებით, დამკვირვებლები ე.წ. კარუსელს ვეღარ აღმოაჩენენ

დოლიძე: ცესკოში მიღებული ცვლილებებით, დამკვირვებლები ე.წ. კარუსელს ვეღარ აღმოაჩენენ

სამართლიანი არჩევნების (ISFED) ხელმძღვანელი, ნინო დოლიძე სოციალურ ქსელში ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალ დადგენილებას ეხმაურება და წერს, რომ აღნიშნული დადგენილება კენჭისყრის სრულყოფილად დაკვირვების შესაძლებლობას ზღუდავს.
ამასთან, დოლიძე აღნიშნავს, რომ ამ დადგენილებით დამკვირვებლები ე.წ. კარუსელის შემთხვევებს ვეღარ აღმოაჩენენ.
"ცესკო-მ დადგენილებით ცვლილებები მიიღო, რომელიც ზღუდავს კენჭისყრის სრულყოფილად დაკვირვების შესაძლებლობას. განსაკუთრებით პრობლემურია შემდეგი - კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ნებისმიერ პირს, ეკრძალება ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენების მოთხოვნა, მათ შორის, გამორთმევა.
ამ ცვლილებით, დამკვირვებლები ვეღარ შეძლებენ აღმოაჩინონ პირები, რომლებიც სხვის ნაცვლად ცდილობენ ხმის მიცემას (ე.წ. “კარუსელი”), რაც არჩევნების გაყალბების ერთ-ერთ მთავარ მეთოდს წარმოაგენს", - წერს დოლიძე.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.