დნეპრში აღნიშნეს რუსეთის სარაკეტო დარტყმის წლისთავი, დავოსში მსჯელობენ უკრაინის “სამშვიდობო ფორმულაზე”

14 იანვარს აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ დნეპრში მოქალაქეებმა თავი მოიყარეს რუსეთის მხრიდან საცხოვრებელ სახლზე მიტანილი სისხლიანი დარტყმის წლისთავის აღსანიშნავად, შეტევას ერთი წლის წინ 46 სამოქალაქო პირი, მათ შორის ექვსი ბავშვი ემსხვერპლა. ადგილობრივმა ხალხმა ყვავილები, სათამაშოები და სხვა ნივთები მიიტანა 2023 წლის 14 იანვარს სარაკეტო დარტყმით განადგურებული სახლის ადგილას.
პარალელურად, შვეიცარიის ქალაქ დავოსში უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლები მსჯელობენ უკრაინის “სამშვიდობო ფორმულაზე”. შეხვედრაში, რომელიც ერთი დღით უსწრებს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გახსნას, მონაწილეობენ 81 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები. დავოსის შეხვედრის მონაწილეებს მიმართა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრი ერმაკმა.
ეს არის რიგით მეოთხე საერთაშორისო შეხვედრა, რომელზეც განიხილავენ უკრაინის “სამშვიდობო ფორმულას”. შარშან ზელენსკიმ შეხვედრაზე წარადგინა ათპუნქტიანი ფორმულა, რომელიც, მათ შორის, მოიცავდა რუსეთის ძალების გასვლას და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)