დავოსში უკრაინის მშვიდობის ფორმულასთან დაკავშირებით 81 ქვეყნისა და ორგანიზაციის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

დავოსში დღეს უკრაინის მშვიდობის ფორმულაზე ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა მეოთხე შეხვედრა გაიმართა, – ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ანდრეი ერმაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
ერმაკის ინფორმაციით, მონაწილეებს შორის 81 ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რაც წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდაა, როდესაც შეხვედრას 66 ქვეყანა და ორგანიზაცია დაესწრო.
წელს, დავოსში თავისი წარმომადგენლები წარადგინა ევროპის 39-მა, აზიის 18-მა, აფრიკის 12-მა, სამხრეთ ამერიკის 6-მა, ჩრდილოეთ ამერიკის 3-მა და ოკეანეთის 2 ქვეყანამ.
„კარგი ნიშანია იმ ქვეყნების რაოდენობის მუდმივი ზრდა, რომლებიც უკრაინის მშვიდობის ფორმულაზე დაფუძნებულ ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე მუშაობას უერთდებიან. ქვეყნები გლობალური სამხრეთის რეგიონებიდან სულ უფრო მეტად ერთვებიან ჩვენს მუშაობაში. ეს მიუთითებს შემდეგზე : ეს კონფლიქტი მთელი კაცობრიობის გამოწვევაა“, – აღნიშნა ერმაკმა.
მისი თქმით, მრჩეველთა შეხვედრის გახსნისას ისაუბრა რუსეთის ბოლოდროინდელი მასიური სარაკეტო თავდასხმების შედეგებზე, თავდასხმების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურების შესახებ.
ერმაკმა აღნიშნა, რომ ორ წელიწადში უკრაინის თავდაცვის ძალებმა დაიბრუნეს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის 50%-ზე მეტი და გაანადგურეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის პოტენციალის მეხუთედი.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად