არქივი22 ივლისი, 2024, 15:12
დმიტრო კულება ჩინეთს ეწვევა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება 23-25 ივლისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის მიწვევით ჩინეთს ეწვევა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრებსა და მოლაპარაკებებზე მხარეები განიხილავენ მოსაზრებებს ორმხრივი ურთიერთობების არსებულ მდგომარეობასა და განვითარების პერსპექტივებზე.
ამასთან, განხილვის მთავარი თემა იქნება რუსული აგრესიის შეჩერების გზების ძიება და ჩინეთის შესაძლო როლი სტაბილური და სამართლიანი მშვიდობის მიღწევაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.