ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დმიტრო კულება - ჩვენი სტრატეგიული მიზანი უკრაინის მთელ ტერიტორიაზე კონტროლის დაბრუნებაა

ჩვენი სტრატეგიული მიზანი უკრაინის მთელ ტერიტორიაზე კონტროლის დაბრუნებაა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
„ჩვენი სტრატეგიული მიზანი, 1991 წლის საზღვრებზე კონტროლის აღდგენა, უცვლელი რჩება და მის განხორციელებაში ხელს არაფერი შეგვიშლის“, - განაცხადა კულებამ.
დმიტრო კულებამ ნატოს შტაბ-ბინაში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე შემდგარ უკრაინა-ნატოს საბჭოს პირველი შეხვედრის წინ აღნიშნა, რომ რუსეთთან ტერიტორიული კომპრომისები არ იქნება.
„ადამიანებმა, ვინც ამას გვთავაზობენ, უპირველეს ყოვლისა, თავიანთ მთავრობებს იგივე უნდა შესთავაზონ, გადასცენ სხვას თავისი ტერიტორიისა და ხალხის ნაწილი. გააკეთონ ეს და ვნახოთ, რამდენად შესაძლებელია ამაზე საუბარი“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.