დმიტრო კულება: ყველაზე რთული მოლაპარაკებები მაშინ არის, როცა უბრალოდ გინდა, ოპონენტს ცხვირში უთავაზო

„ყველაზე რთული მოლაპარაკებები მაშინაა, როცა უბრალოდ გინდა, რომ ოპონენტს ცხვირში უთავაზო“, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ უკრაინელ ბლოგერთან არაფორმალურ ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ მას გაუჩნდა სურვილი, რომ სთვის სახეში დაერტყა, როდესაც ისინი შეხვდნენ 2022 წლის მარტში. შეხვედრა  ყოფილი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს შუამავლობით მიმდინარეობდა.

„ყველაზე რთული მოლაპარაკებები მაშინ არის, როცა უბრალოდ გრძნობ, რომ გინდა ოპონენტს ცხვირში უთავაზო, მაგრამ ამის გაკეთება არ შეგიძლია. ეს მე 2-3-ჯერ დამემართა და ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო, როდესაც 2022 წლის გაზაფხულზე ანტალიაში ლავროვს შევხვდი“, – აცხადებს უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

ასევე დაგაინტერესებთ

რატი იონათამიშვილი – „ნაცები“ მორიგ უზნეო პროპაგანდაზე გადავიდნენ – იმედი აქვთ, რომ ვაშინგტონში არსებობს კასრები, სადაც ჩვენზე კომპრომატები ინახება, რომელსაც გამოგვიქვეყნებენ და ჩამოგვშლიან – მგონია, სასოწარკვეთილებისგან გაგიჟდნენ