ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დმიტრო კულება - საკმარისი რაოდენობის Patriot-ები რომ გვქონოდა, მდებარე ტრიპოლის თბოელექტროსადგურს არ დავკარგავდით

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, Patriot-ის თავდაცვის სისტემების არასაკმარისმა მიწოდებამ რუსებს შესაძლებლობა მისცა, კიევთან ახლოს მდებარე ტრიპოლის თბოელექტროსადგური გაენადგურებინათ, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კულებამ უკრაინა-სლოვაკეთის სამთავრობო კონსულტაციების ფარგლებში განაცხადა.
კითხვაზე, განიხილა თუ არა ევროპელ კოლეგებთან ერთად რუსების მიერ ტრიპოლის თბოელექტროსადგურის განადგურების საკითხი, კულებამ უპასუხა:
„ამ თემას ვაყენებთ. ამასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი თემაა - მოგვეცით Patriot-ები. Patriot-ები რომ გვქონოდა, ჩვენ დღეს ამ ყველაფერს არ დავკარგავდით“, - აღნიშნა კულებამ.
მისი თქმით, სწორედ ამ სულისკვეთებით ისაუბრებს უკრაინული მხარე უცხოელ პარტნიორებთან - „საჰაერო თავდაცვის მიწოდების მაქსიმალური დაჩქარება“.
შეგახსენებთ, გუშინ „ცენტრენერგოს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ანდრეი გოტამ განაცხადა, რომ რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად კიევის მახლობლად მდებარე ტრიპოლის თბოელექტროსადგური მთლიანად განადგურდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.