დმიტრი პესკოვი ფინეთს რუსოფობიაში ადანაშაულებს

კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი ეხმაურება ფინეთის გადაწყვეტილებას რუსეთთან საზღვარზე ოთხი საგუშაგოს დახურვასთან გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ ფინეთის რუსოფობიური პოზიცია სინანულს იწვევს.

„ეს მხოლოდ ღრმა სინანულს იწვევს, რადგან ჩვენ, ფინეთთან დიდხნიანი, ძალიან კეთილი, პრაგმატული და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა გვქონდა. რა თქმა უნდა, ვწუხვართ, რომ ამ ურთიერთობების ნაცვლად, მივიღეთ ცალსახად რუსოფობიური პოზიცია, რომელზეც ახლა ამ მეზობელი ქვეყნის ლიდერები არიან გადართული. სამწუხაროდ, ასეთი სიტუაციაა“, – აცხადებს პესკოვი.

მისივე თქმით, ფინეთის ამ გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენენ, რადგან ოფიციალურ ჰელსკინთან დიალოგი აღარ აქვთ.

„ჩვენ არ ვყოფილვართ დიალოგის შეწყვეტის ინიციატორები“, – აღნიშნავს პესკოვი. 

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ტუღუში – საქართველო პრორუსულად განწყობილი არასდროს ყოფილა, ასეთი რამ არ მახსოვს, ეს ნონსენსია, მნიშვნელოვანია დავინახოთ, რა არის ის ჯოჯოხეთი, სადაც „ოცნება“ მიგვაქანებს – დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაში ისე ვერ იგებენ, როგორც უნდოდათ