დმიტრი პესკოვი: რუსეთი თავიდანვე მშვიდობაზე ორიენტირდებოდა

კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი ირწმუნება, რომ რუსეთი “თავიდანვე” მშვიდობაზე ორიენტირდებოდა.

პესკოვის მტკიცებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ევროპელი ლიდერებისგან, უკრაინისგან და ბაიდენის ადმინისტრაციისგან განსხვავებით სამშვიდობო მოლაპარაკებების საჭიროებაზე ომის დაწყებიდან ლაპარაკობდა.

ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა.

“რაც შეეხება რუსეთის მხრიდან მშვიდობაზე ორიენტირებას, ეს ორიენტირება თავიდანვე იყო და პრეზიდენტი პუტინი თავიდანვე იმეორებდა სიტყვებს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზაობის შესახებ, სხვა მრავალი ქვეყნისგან განსხვავებით, განსაკუთრებით უკრაინისგან, რომელმაც საკუთარ თავს სამშვიდობო მოლაპარაკებები აუკრძალა, განსხვავებით ევროპელებისგან, რომლებიც ყოველთვის ლაპარაკობდნენ ომის ნებისმიერ ფასად გაგრძელების აუცილებლობაზე, [განსხვავებით] ვაშინგტონში წინა ადმინისტრაციისგან, რომელიც ასევე მხარს უჭერდა ომს ბოლო უკრაინელამდე”. – თქვა პესკოვმა.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია