დმიტრი პესკოვი: ...მაგრამ რუსული სპეცსამსახურები მონაწილეობენ ამ ბრძოლაში და ჩართულნი არიან საჭირო კონტრმოქმედებებში
კრემლის ლიდერის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოები რუსეთის ფედერაციაში მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდნენ დივერსიული ქმედებების განხორციელებას და ამ მცდელობაზე არც ახლა ამბობენ უარს.
„CIA-ს რუსეთის ფედერაციაში დივერსიული საქმიანობის განხორციელების მცდელობები მრავალი წლის განმავლობაში აქვს. ამერიკულ სადაზვერვო სამსახურებს მსგავსი პრაქტიკა ჰქონდათ პეკინთან დაკავშირებითაც ბოლო წლების განმავლობაში“, - აცხადებს პესკოვი.
ამასთან, პესკოვმა თქვა, რომ „CIA ისტორიულად მოსკოვს მტრად განიხილავს, მაგრამ რუსული სპეცსამსახურები მონაწილეობენ ამ ბრძოლაში და ჩართულნი არიან საჭირო კონტრმოქმედებებში“.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.