არქივი8 დეკემბერი, 2023, 15:02
დმიტრი პესკოვი: აბსოლუტურად არარეალურია
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი კიევისთვის ხელსაყრელი პირობებით მოლაპარაკებას „აბსოლუტურად არარეალურს“ უწოდა.
როგორც პესკოვმა აღნიშნა, აშშ-ის გეგმა, რათა კიევისთვის ხელსაყრელი პირობებით მოლაპარაკება წარიმართოს, ვერ განხორციელდება.
„არა, ეს აბსოლუტურად არარეალურია”, - განუცხადა კრემლის სპიკერმა ჟურნალისტებს.
ინფორმაციისთვის, ოფიციალური კიევის განცხადებით, ისინი მოსკოვის პირობებს არ დასთანხმდებიან. შესაბამისად, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ კრემლის ლიდერთან მოლაპარაკება აზრს მოკლებულია.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.