დმანისში, მკვლელობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

დმანისის მუნიციპალიტეტში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ არასრულწლოვანს რუსთავის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებული ბრალს არ აღიარებს, თუმცა კონკრეტულად რა თქვა პროცესზე უცნობია, ვინაიდან სხდომა დახურული. მისი ადვოკატი ამტკიცებს, რომ ბრალდებული თავდაცვის ფარგლებში მოქმედებდა და სხდომაზე მის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
“მას არ ჰქონდა იარაღი. შემთხვევის ადგილზე ცემის დროს, როდესაც წაიქცა, მიწაზე ხელში რაც მოხვდა, თავდაცვის მიზნით აიღო რაღაც საგანი, რითაც მიაყენა დაზიანება გარდაცვლილს,” – ამბობს ადვოკატი და აღნიშნავს, რომ სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
შეგახსენებთ, რომ დმანისში მკვლელობა 15 ნოემბერს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 15 წლის არასრულწლოვანმა თანასოფლელი, 18 წლის ბიჭი ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ის ადგილზე დაიღუპა.
სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი 16 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ