ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დმანისის მერმა სტიქიის შედეგად მაღალმთიანი რაიონებიდან დმანისის მუნიციპალიტეტში გადმოსახლებული ოჯახების საკუთრებაში არსებული სახლების სახურავების რეაბილიტაციის სამუშაოები ადგილზე შეაფასა

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, პირველ მოადგილესთან, კახა პეტრიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ოლეგი გოშუანთან ერთად, სტიქიის შედეგად საქართველოს მაღალმთიანი რაიონებიდან (ეკომიგრანტები) დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადმოსახლებული ოჯახების საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციის სამუშაოები ადგილზე შეაფასა. ინფორმაციას დმანისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
როგორც დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა აღნიშნა, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ამ ეტაპზე 27 სახლის სახურავის რეაბილიტაცია დასრულდა, ხოლო 30 სახურავის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ღირებულება 52 5118 ლარს შეადგენს.
მისივე განცხადებით, აღნიშნული პროგრამა მომავალშიც განხორციელდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.