დიფ სტეიტს მმართველობის ლეგალიზებისთვის პლაცდარმი მზად აქვს, როგორც აშშ-ში, ასევე ევროპაში. აირჩევენ ყველაზე ეფექტურ ქვეყანას, რომ უმოკლეს ვადებში აჩვენონ ხალხს კორპორაციული მმართველობის აბსოლუტური “სიჯანსაღე” და შემდგომ დომინოს ეფექტით შემოაღებინონ სხვა ქვეყნებს კორპორაციული მმართველობა

დიფ სტეიტს მმართველობის ლეგალიზებისთვის პლაცდარმი მზად აქვს, როგორც აშშ-ში, ასევე ევროპაში. აირჩევენ ყველაზე ეფექტურ ქვეყანას, რომ უმოკლეს ვადებში აჩვენონ ხალხს კორპორაციული მმართველობის აბსოლუტური “სიჯანსაღე” და შემდგომ დომინოს ეფექტით შემოაღებინონ სხვა ქვეყნებს კორპორაციული მმართველობა
ადრეც დავწერე და ახლაც ვიმეორებ – რთული სათქმელია, რომელი ქვეყანა იქნება დიპ სტეიტისთვის პირველი პრეცედენტი, სადაც მათი მმართველობის ლეგალიზება მოხდება – მაგრამ პლაცდარმი მზად აქვთ როგორც აშშ-ში, ასევე ევროპაში,- ამის შესახებ ფილოსოფოსი, ზაზა შათირიშვილი აცხადებს.
შათირიშვილის თქმით, დიფ სტეიტის მიერ საბოლოოდ შეირჩევა ის ქვეყანა, რომელიც აღნიშნული მომენტისთვის ყველაზე ეფექტური იქნება, იმისთვის, რომ კორპორაციული მართვის „სიჯანსაღე“ აჩვენონ ხალხს, მას კი დომინოს პრინციპით სხვა ქვეყნებიც მიჰყვებიან.
„ადრეც დავწერე და ახლაც ვიმეორებ – რთული სათქმელია, რომელი ქვეყანა იქნება დიპ სტეიტისთვის პირველი პრეცედენტი, სადაც მათი მმართველობის ლეგალიზება მოხდება – მაგრამ პლაცდარმი მზად აქვთ როგორც აშშ-ში, ასევე ევროპაში. ორივეგან პოლიტიკური სისტემა, მმართველობის ეს ფორმა სრულად არის დისკრედიტირებული, ხოლო გადაწყვეტილების მიღების დროს აირჩევენ იმ ქვეყანას, რომელიც იმ მომენტისათვის ყველაზე ეფექტური იქნება. ეფექტური იმისთვის, რომ უმოკლეს ვადებში აჩვენონ ხალხს კორპორაციული მმართველობის აბსოლუტური “სიჯანსაღე” და შემდგომ დომინოს ეფექტით შემოაღებინონ სხვა ქვეყნებს კორპორაციული მმართველობა“,- წერს ზაზა შათირიშვილი.
შათირიშვილი აცხადებს, რომ „დიფ სტეიტის“ საბოლოო ამოცანაა ადამიანთა მასა დაიყვანონ კრიტიკულ ნიშნულამდე, რათა თავად გააკონტროლონ ახალი, უსქესო, უსამშობლო, უმიზნო, ურწმუნო ადამიანების გამოყვანა და მათ მონებად ქცევა, რომლებიც მხოლოდ ოჯახების სურვილებს მოემსახურებიან.
„რა პროცესებიც ანალიზის შედეგად აღვწერეთ, ჩვენს თვალწინ ვითარდება და კონკრეტულ შედეგებსაც მალევე ნახავს საზოგადოება, ხოლო რა იქნება იმის შემდეგ, არც ეს არის რთული გამოსაცნობი. მე ხშირად ვახსენებ ოლდოს ჰაქსლის წიგნს, „საოცარი ახალი სამყარო”, რომელშიც დეტალურად არის გადმოცემული ის საბოლოო მიზანი, რაც რელიგიურ ფანატიკოსებს, ოლიგარქიულ ოჯახებს აქვთ. მათი საბოლოო ამოცანაა ადამიანთა მასა დაიყვანონ კრიტიკულ ნიშნულამდე, თავად გააკონტროლონ ახალი, უსქესო, უსამშობლო, უმიზნო, ურწმუნო ადამიანების გამოყვანა და მათ მონებად ქცევა, რომლებიც მხოლოდ ოჯახების სურვილებს მოემსახურებიან“,- წერს შათირიშვილი.
Previous: როდესაც სრულად დისკრედიტირებული ევროპული ლიდერშიპი პირისპირ დარჩება საზოგადოების წინაშე, ღიად გაჟღერდება ახალი და მთავარი ინიციატივა – უუნაროა არსებული პოლიტიკური სისტემა, ამიტომ საჭიროა მმართველობის ახალი ფორმა და ეს ფორმა იქნება კორპორაციული მმართველობა

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – რუსეთის ხელისუფლებამ აწარმოა პოლიტიკა, რომელმაც შედეგად მოიტანა ტერიტორიების ოკუპაცია, ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრი პოზიცია გვაქვს, როდესაც ადამიანები ცდილობენ, პოლიტიკა გადაიტანონ ხალხთაშორის ურთიერთობებში, ეს არის უბრალოდ შეგნებული ნაბიჯი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ

თამარ ჩიბურდანიძე: გეორგიევსკის ტრაქტატის დროს საქართველოს მთლიანი მოსახლეობა 740 000- მდე იყო დასული, ხოლო ტრაქტატის შემდეგ, ერთ საუკუნეში 2 მილიონს გადააჭარბა. დიახ, ერეკლე მეფემ გადაარჩინა ქვეყანა “ფიზიკური წყვეტისგან”