დიფ სთეითი ძალიან დაგვეხმარა რადიკალური ოპოზიციის პრაქტიკულად განადგურებაში

დიფ სთეითი ძალიან დაგვეხმარა რადიკალური ოპოზიციის პრაქტიკულად, განადგურებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.
პრემიერის თქმით, ისინი წავიდნენ ვა-ბანკზე, სრული ლუსტრაცია განახორციელეს საკუთარი ხელით ყველა იმ რესურსის, რომელიც შეიძლება განიხილებოდეს, როგორც აგენტურა.
„დიფ სთეითი ძალიან დაგვეხმარა რადიკალური ოპოზიციის პრაქტიკულად, განადგურებაში. ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში დემოკრატიული სისტემა ვერ განვითარდება, ვიდრე ეს რადიკალიზმი არ დასრულდება და რადიკალური ოპოზიცია არ ჩანაცვლდება ჯანსაღი ოპოზიციით. დიფ სთეითი დაგვეხმარა იმ ნაბიჯებით, რომელიც მოიაზრებდა ვა-ბანკზე წასვლას. ისინი წავიდნენ ვა-ბანკზე, მაქსიმალურად გაშიფრეს ყველა და ყველაფერი, სრული ლუსტრაცია განახორციელეს საკუთარი ხელით ყველა იმ რესურსის, რომელიც შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც აგენტურა ჩვენს ქვეყანაში. ამაში შედიან რადიკალური პარტიები, ენჯეოები და მათი კუთვნილი მედიასაშუალებები. დიფ სთეითმა გაშიფრა ყველა და ყველაფერი.
ჯერ იყო პარტიების რევოლუციის მცდელობა, შემდეგ იყო „ჟურნალისტების“ რევოლუციის მცდელობა, შემდეგ იყო ენჯეოების რვოლუციის მცდელობა, ახლა არის მეოთხე, „არავის“ რევოლუციის მცდელობა, ანუ, არავინ არ აწყობს რევოლუციას, არსებობს ამორფული მასა რომელიც არის გამოსული. ეს ოთხივე მცდელობა ჩავარდა. შემდეგზე რას გააკეთებენ არ ვიცი, შეიძლება, პირდაპირ ელჩები გამოიყვანონ და ელჩების რევოლუციის მცდელობა იყოს მეხუთე, ამასაც არ გამოვრიცხავ, ხედავთ, როგორი განცხადებებით გამოდიან კონკრეტული ელჩები. პატივს ვცემ ბატონ ჰერჩინსკის, მაგრამ ყველაფერში ჩართეს.
ის ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, იმიტომ, რომ მას დიფ სთეითი არ აძლევს საშუალებას, რომ ელჩად იმუშაოს ამ ქვეყანაში.
ჰქონდა გარკვეული მცდელობა თუმცა მაშინვე მიუჩინეს სამწუხაროდ თავისი ადგილი და რეალურად ჩართეს წინასაარჩევნო აგიტაციაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ. პირდაპირ გააკეთა განცხადება და ქართველ ხალხს უთხრა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყანა ვერ დაბრუნდებოდა, თუ არ იაქტიურებდნენ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ ანუ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ. შემდეგ ხედავთ არჩევნების შემდგომ განცხადებებს და ქმედებებს. ეს ძალიან სამწუხაროა. ხედავთ სხვა ელჩებს, თუ რას აკეთებენ ბალტიისპირეთის, სკანდინავიის ქვეყნები, გერმანია და ა.შ. ნაცვლად ელჩობისა, ისინი სხვა საქმიანობით არიან დაკავებულები, პირდაპირ არიან ჩართულები პოლიტიკურ აქტივობებში, რაც არის ვენის კონვენციის პირდაპირი, უხეში დარღვევა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი მოწესრიგდეს ქვეყანაში, მათ შორის ელექტროენერგიის მოხმარება მესტიის მუნიციპალიტეტში, უნდა დამკვიდრდეს სწორ პრინციპებზე დაფუძნებული მოხმარების სისტემა, ამას უზრუნველყოფს გამრიცხველიანება, რაც დაიწყება უახლოეს მომავალში

ირაკლი კობახიძე – ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, აშკარად აჭრილია ბატონი ფიშერი, საუბრობს ჩვენს მეგობარ ქვეყნებსა და ხალხებზე და, საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ მათ რაღაცნაირად უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს, ეს არანაირ დადებით და სერიოზულ შეფასებას არ იმსახურებს

ირაკლი კობახიძე – რაც გააფუჭა უსამართლობამ, ის შეიძლება, გაასწოროს მხოლოდ სამართლიანმა მიდგომამ, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულმა ურთიერთობებმა, ეს არის ჩვენი მოწოდება ამერიკელი კოლეგების მიმართ

პრემიერი – აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ოპოზიციას არ ესარგებლა საკუთარი მანდატებით, მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული, ზოგადად, ყველა პარტიამ პატივი უნდა სცეს საკუთარი ამომრჩევლის მიერ მიკუთვნებულ მანდატს