ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატუსი ამ დიაგნოზის დასმისთანავე მიენიჭებათ – ჯანდაცვის სამინისტრო

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატუსი ამ დიაგნოზის დასმისთანავე მიენიჭებათ – ჯანდაცვის სამინისტრო

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატუსი ამ დიაგნოზის დასმისთანავე მიენიჭებათ – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„გადაწყვეტილება, ჯანდაცვის სამინისტრომ, აღნიშნული სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებთან,ექსპერტებთან და ექიმებთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად მიიღო.
შესაბამისად, სახელმწიფო მხარდაჭერის საჭიროების მქონე ბავშვები უზრუნველყოფილი იქნებიან შშმ სტატუსის მქონე პირთათვის განკუთვნილი სერვისებითა და შეღავათებით, რაც განაპირობებს დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და ხელს შეუწყობს მათ სოციალურ ინტეგრაციას. ეს კი, თავის მხრივ, გაზრდის ბავშვის შესაძლებლობებს, რომ მაქსიმალურად შემცირდეს დაავადების პროგრესის ტემპი.
80 შშმ ბავშვი, უზრუნველყოფილი იქნება ფულადი გასაცემელით - სოციალური პაკეტით. ერთი შშმ ბავშვის სოციალური პაკეტით განსაზღვრული ყოველთვიური თანხა 425 ლარს შეადგენს.
აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში პირველი მარტიდან შევა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია იშვიათ, გენეტიკურად განპირობებულ, კუნთების პროგრესული დაზიანებით მიმდინარე დაავადებას წარმოადგენს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.