ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს, არსებობს მხოლოდ მედიკამენტები, რომლებსაც აქვთ პრეტენზია დაავადების მიმდინარეობის შენელებაზე – მიხეილ სარჯველაძე

5
ჯანდაცვის მინისტრმა უწყებაში ბრიფინგი გამართა. მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტების მკურნალობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული სინდრომის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს.
“დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს. არსებობს მხოლოდ მედიკამენტები, რომლებსაც აქვთ პრეტენზია დაავადების მიმდინარეობის შენელებაზე. აქვე, იმედს გამოვთქვამ და მთელი გულით ვგულშემატკივრობ, რომ ახლო მომავალში ასეთი მედიკამენტი იქნება შექმნილი, რაც უზრუნველყოფს ყველას ჯანმრთელობას”, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
მიხეილ სარჯველაძემ EMA-ს 2025 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება წაიკითხა, რომლის მიხედვითაც: “12 თვის შემდეგ პაციენტებში მოძრაობის უნარის გაუმჯობესების ეფექტი არ დადასტურდა პლაცებოსთან შედარებით”. მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა, რომ ევროპის წამლის სააგენტომ დიუშენის წამლის რეგისტრაციაზე უარი განაცხადა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.