“დის მეუღლესთან დაშორებას ოჯახის ღირსების შელახვად მიიჩნევდა და მოკლა” – განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულის დეტალები
16 მაისს გარდაბანში მკვლელობა მოხდა. ცნობილია, რომ ძმამ და განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა. ახალგაზრდა მამაკაცი დას ჯერ მანქანით დაეჯახა, შემდეგ კი 4-ჯერ დაარტყა დანა.
ეთნიკურად აზერბაიჯანელი გარდაცვლილი ქალი 30 წლამდე შახლა ისმაილოვა იყო. როგორც Ambebi.ge-ს ადგილობრივი უყვება, ახალგაზრდა ქალს ქმარი და ორი შვილი დარჩა.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული დას პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას უზღუდავდა, ასევე დის მეუღლესთან დაშორების ფაქტს ოჯახის ღირსების შელახვად მიიჩნევდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.