დისნეის WISH საქართველოს კინოთეატრებში გამოდის, ფილმის ქართული საუნდტრეკი კი SPOTIFY-ზე
მიმდინარე კვირას კინოსა და მუსიკის მოყვარულებს ორი მნიშვნელოვანი პრემიერა ელოდება.
23 ნოემბერს საქართველოს კინოთეატრებში კინოსტუდია Disney-ს ახალი ანიმაციური სრულმეტრაჟიანი ფილმი Wish/ჯადოსნური ნატვრა გამოდის.
პრემიერამდე ერთი დღით ადრე, 22 ნოემბერს, მუსიკალურ პლატფორმა Spotify-ზე კი ჯადოსნური ნატვრის ოფიციალური, ქართული საუნდტრეკი დაიდება.
ანიმაციის ქართულ ვერსიაში მთავარ გმირ აშას მომღერალი სოფო ბათილაშვილი ახმოვანებს.
ჯადოსნური ნატვრა Moana-ს და Frozen-ის შემქმნელების ერთობლივი ნამუშევარია, რომელშიც მთავარ გმირებს ჰოლივუდის ვარსკვლავები არიანა დებოსე, კრის პაინი და ევან პეტერსი ახმოვანებენ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.