დინამო თბილისი: ჩვენი ევროპული მომავალი - ჩვენი ეროვნული არჩევანია
საფეხბურთო კლუბი დინამო რუსული კანონის მიღების მცდელობებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ევროპული მომავალი ეროვნული არჩევანია. განცხადებას კლუბი სოციალური ქსელით ავრცელებს.
"ჩვენი ევროპული მომავალი - ჩვენი ეროვნული არჩევანია. ევროპული ღირებულებები კი რომელზეც ვდგავართ, მტკიცებას არ საჭიროებს.
ჩვენი ევროპული ტიტულის მნიშვნელობას, ჩვენი ლეგენდების და წინაპრების მოტანილ საქართველოს სიამაყით ვიხსენებთ და ვუყურებთ.
ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპულია!" - ვკითხულობთ ფეისბუქ პოსტში.
ევროპისა და ევროკავშირის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს რამდენიმე სხვა საფეხბურთო კლუბებმაც გააკეთეს - ლოკომოტივმა, ჯვარმა, სოხუმმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აპრილი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.