არქივი14 ოქტომბერი, 2024, 11:09
დიმიტრი ხუნდაძე - ერთად დგომით აუცილებლად გავხდებით ევროპის ღირსეული წევრი

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთაში, ლისის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, მოსახლეობასთან შეხვედრისას დელეგატმა შეაჯამა ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე და განხორციელებული პროექტები, ასევე ყურადღება გაამახვილა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე. დიმიტრი ხუნდაძემ მოსახლეობას გააცნო „ქართული ოცნების“ გუნდის სამომავლო გეგმები.
„ერთად დგომით აუცილებლად გავხდებით ევროპის ღირსეული წევრი,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.