დიმიტრი ხუნდაძე – ევროპაში ნაციზმის იდეოლოგია პოლიტიკურ დანაშაულად აღიარეს, საქართველოც უნდა გათავისუფლდეს ნაცისტური იდეოლოგიისგან, როგორც პოლიტიკური დანაშაულისგან

მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ადოლფ ჰიტლერის ნაციონალურ-სოციალისტური პარტიის მსგავსად, ისტორიას დარჩება, როგორც ფაშიზმი, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე წერს.
როგორც ის აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობა“ მარტო კი არ უნდა დაიშალოს, არამედ, საბოლოოდ უნდა დასრულდეს.
„ევროპაში ნაციზმის იდეოლოგია პოლიტიკურ დანაშაულად აღიარეს. ასევე უნდა ვაღიაროთ საქართველოშიც „ნაციონალური მოძრაობის“ მტრული იდეოლოგიაც. „ნაციონალური მოძრაობა“ მარტო კი არ უნდა დაიშალოს, არამედ, საბოლოოდ უნდა დასრულდეს. პარტიიდან კადრების გადინება და შიდა დაპირისპირება მცირეა იმასთან შედარებით, რასაც იმსახურებენ.
დროა, საქართველოს უახლესი მოვლენებიც შეისწავლოს და შეფასდეს. თუ წარსული სწორად არ შევაფასეთ, მომავალს ვერ შევქმნით. ევროპის მსგავსად, საქართველოც უნდა გათავისუფლდეს ნაცისტური იდეოლოგიისგან, როგორც პოლიტიკური დანაშაულისგან“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.
ინფორმაციას პარტია „ხალხის ძალა“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს