ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიმიტრი ხუნდაძე: ბაჩო ახალაიას ქმედება არ არის ახალი თუმცა, რამდენჯერაც სხვას მოუმზადა ორმო, იმდენჯერ თავად ჩავარდა. ასე იქნება ახლაც

ბაჩო ახალაიასთვის ბრალის დამძიმებას გამოეხმაურა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე. მისი განცხადებით, მსგავსი ქმედებები წარსულშიც არაერთხელ დაფიქსირებულა და ყოველთვის სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა. „ეს ქმედება ახალი არ არის. პირველად არ ვხედავთ მის მსგავს დესტრუქციულ საქმიანობასა და მოწოდებებს რევოლუციისა და დამხობისაკენ, თუმცა, რამდენჯერაც სხვას მოუმზადა ორმო, იმდენჯერ თავად ჩავარდა. ასე იქნება ახლაც. რამდენჯერაც ვინმე განიზრახავს ხელისუფლების დამხობას, კანონი მყისიერად იმოქმედებს და ის ყოველთვის აღმოჩნდება სამართლებრივი პასუხისმგებლობის წინაშე,“ — განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.