ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიმიტრი ხვთისიაშვილი: ... ეს ერთადერთი გადაცემა იყო, რომელიც კვირაში ერთხელ გაგვახსენებდა ხოლმე ვისი გორისანი ვართ

"ნამდვილად არ მალაპარაკებს ის, რომ გადაცემის ავტორები ხშირად მთხოვდნენ ამა თუ იმ შესანიშნავ ხელოვანზე მოგონებას თუ საკუთარი მოსაზრების დაფიქსირებას - ეს ერთადერთი გადაცემა იყო, რომელიც კვირაში ერთხელ გაგვახსენებდა ხოლმე ვისი გორისანი ვართ. მიუხედავად დიდი კოტე მარჯანიშვილის დადგმული სპექტაკლის სათაურისა, სპექტაკლის რომლითაც გაიხსნა ქუთაის-ბათუმის თეატრი, (დღევანდელი მარჯანიშვილის თეატრი), გადაცემა მხოლოდ წასულ თეატრალებს არ ეძღვნებოდათ, ფართო სპექტრი იყო სხვადასხვა დარგის წარჩინებულ ადამიანთა მოგონებისა... და ეს გადაცემა თუ აღარაა საჭირო, მაშინ... შესაძლოა ვინმემ ბრძანოს - ამ ფორმატით ამოიწურაო, ან სხვაგვარად იქნებ გაკეთდესო... რამდენი ადამიანიცაა, იმდენი აზრია, თუმცა უბრალოდ ადგე და გააუქმო, მოსპო, მოაშთო, ეს იგივეა საკუთარი წარსული ამოძირკვო ცნობიერებიდან!!! დაფიქრდით ბატონებო! ჯერ კიდევ არ არის გვიან!" - წერს სოციალურ ქსელში რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე რამდენიმე გადაცემა დაიხურა. 

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.