არქივი13 სექტემბერი, 2025, 23:45
დიმიტრი ცქიტიშვილი: როცა შპანა პოლიციელს ბოთლს ესვრის და პოლიცია ვერ ბედავს რეაგირებას, ეს არის ხეიბარი რეჟიმი — უხეირო დიქტატურა!

„როცა შპანა პოლიციელს ბოთლს ესვრის და პოლიცია ვერ ბედავს რეაგირებას, ეს არის ხეიბარი რეჟიმი — უხეირო დიქტატურა! დაჩმორებული პოლიციით ვერც დემოკრატია შენდება და ვერც ავტორიტარიზმი. სახეზეა მხოლოდ და მხოლოდ დისფუნქციური სახელმწიფო, რომელიც შავი ფულის ტრიალით და კორუფციით საკუთარი წარმატების მხოლოდ ილუზიას ქმნის. სინამდვილეში, ეს არის ფუნდამენტმოშლილი მყიფე კონსტრუქცია, რომელიც ყველასთვის მოულოდნელად ჩამოიშლება, თან მალე!“ — წერს დიმიტრი ცქიტიშვილი.
„ბოთლი პირველად კი არ მომხვედრია, უამრავ შემთხვევაზე ვარ ნამყოფი, პოლიციელი ვარ“, — უთხრა „ტვ პირველს“ საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსანმა გოგა მემანიშვილმა.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.