დიმიტრი ცქიტიშვილი – პრეზიდენტმა საქმის კურსში ჩაგვაყენა, რომ ჰქონდა მაღალი დონის კომუნიკაცია პარტნიორებთან საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

პრეზიდენტმა საქმის კურსში ჩაგვაყენა, რომ მას ჰქონდა მაღალი დონის კომუნიკაცია [პარტნიორებთან] საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, შეხვედრაზე პრეზიდენტმა და პოლიტიკურმა ძალებმა ინფორმაცია გაცვალეს.
„ეს იყო ინფორმაციის ურთიერთგაცვლა, რა ვითარებაა და როგორ ხედავს თითოეული პოლიტიკური ძალა არსებულ მდგომარეობას. პრეზიდენტმა საქმის კურსში ჩაგვაყენა, რომ მას ჰქონდა მაღალი დონის კომუნიკაცია [პარტნიორებთან] საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ეს იყო ჩვენი საუბრის ძირითადი თემა“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
ამასთან, როგორც დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, ოპოზიცია იკვლევს საერთაშორისო აქტორების მიერ სხვადასხვა რეჟიმების პირობებში ჩატარებული არჩევნების გამოძიების შემთხვევებს.
„ჩვენ დამოუკიდებლად ვიცით და სხვადასხვა პარტიებიც ამაზე მუშაობენ, როგორი პრაქტიკა შეიძლება არსებობდეს. არის სხვადასხვა კონტინენტებზე სხვადასხვა ტიპის რეჟიმებში ჩატარებული საეჭვო არჩევნების გამოძიების, მონიტორინგის, გადათვლის სხვადასხვა ფორმები, ოღონდ საერთაშორისო აქტორების მიერ. ამას ვიკვლევთ ჩვენ იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს წარმოდგენა რას ვთავაზობთ და რას ვითხოვთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო