დიმიტრი ცქიტიშვილი – ბრიუსელში დაგეგმილ ფორუმი მნიშვნელოვანია იმის საჩვენებლად, რა შედეგები შეიძლება დადგეს სამომავლოდ ჩვენს ქვეყანაში, თუკი ივანიშვილის რეჟიმის მიმართ არ იქნება ცალსახა და მკაცრი ქმედებები განხორციელებული

2025 წლის 15 იანვარს, ბრიუსელში, ევროპარლამენტში ბელარუსული დემოკრატიული ძალების და ევროპული პოლიტიკური პარტიების ერთობლივი დემოკრატიული ფორუმი “8+100” გაიმართება. საქართველოდან ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ცქიტიშვილი. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული ფორუმი „აერთიანებს ბელარუსის რვა დემოკრატიულ პარტიას, რომლებიც ლუკაშენკოს რეჟიმმა დაშალა და 100-ზე მეტ ევროპულ პოლიტიკურ პარტიას“.
პარტიის ინფორმაციით, ფორუმის მიზანია, პარტიათაშორისი თანამშრომლობის მეშვეობით, გაძლიერდეს ბელარუსის დემოკრატიული ძალების მხარდაჭერა.
დიმიტრი ცქიტიშვილი მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში „არა-არჩევნები 2025: სტრატეგიები და ტაქტიკა ბელარუსის დემოკრატიული ძალებისა და საერთაშორისო საზოგადოებისათვის“.
ფორუმზე განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ბელარუსში არსებული პოლიტიკური ვითარება, პოლიტიკური პატიმრების მდგომარეობა ქვეყანაში და პოლიტიკური დევნილი ბელარუსი ემიგრანტების წინაშე არსებული გამოწვევები.
„ფორუმი მნიშვნელოვანი ფორმატია იმისათვის, რომ ევროპულ პოლიტიკურ პარტიებსა და ბელარუსის დემოკრატიულ ძალებს შორის მიმდინარეობდეს კოორდინირებული მუშაობა, მხარდაჭერა იყოს მიზანმიმართული და პასუხობდეს ყველა იმ გამოწვევას, რომლის წინაშეც ბელარუსის დემოკრატიული ძალები დგანან. ჩვენი ჩართულობა ამ ფორუმში მნიშვნელოვანია იმის საჩვენებლად, თუ რა შედეგები შეიძლება დადგეს სამომავლოდ ჩვენს ქვეყანაში, თუკი ივანიშვილის რეჟიმის მიმართ არ იქნება ცალსახა და მკაცრი ქმედებები განხორციელებული“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ტიპი გამოვიდა, დეპუტატს უწოდებს თავის თავს, და თქვა, დაგეგმილი იყო დენის გათიშვა და განზრახ არ შეგატყობინეთო. ანუ იცოდნენ და გაწირეს ადამიანები. აქ არ გაჩერდა, მე თვითონ ლიფტში გავიჭედე და მიხარიაო

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ