დიმიტრი ჩიქოვანი – ჩემს საცხოვრებელ სახლშიც აქვთ მცდელობა, რომ ჩხრეკაზე შევიდნენ – ეს არის რუსული რეჟიმის მხრიდან დაშინების მცდელობა, რაც არ გამოუვათ

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულების მდივნის დიმიტრი ჩიქოვანის განმარტებით, მის საცხოვრებელ სახლშიც აქვთ მცდელობა, რომ ჩხრეკაზე შევიდნენ.
როგორც ჩიქოვანი სოციალურ ქსელში წერს, „ეს არის რუსული რეჟიმის მხრიდან დაშინების მცდელობა, რაც არ გამოუვათ”.
„ჩემს საცხოვრებელ სახლშიც აქვთ მცდელობა, რომ ჩხრეკაზე შევიდნენ. ეს არის რუსული რეჟიმის მხრიდან დაშინების მცდელობა, რაც რა თქმა უნდა, არ გამოუვათ. ქვეყანაში დიქტატურის გაფორმება უნდათ. ცდებიან თუ ფიქრობენ, რომ ამას შეძლებენ. ცალკეულ პირებთან სახლში შეჭრები, უკანონო დაკავებები და ზეწოლები არავის გააჩერებს. ბოლო დღეებს ითვლიან და ეს ყველაფერი მოსალოდნელიც იყო”, – წერს დიმიტრი ჩიქოვანი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

თინათინ ბოლოკაძე: მაშინ, როცა ქოცები ევროკავშირს მეორე საბჭოთა კავშირს, დიფ სთეითს, მტრებს და ქართველობის წამრთმევებს ეძახიან, ჩვენი მეზობლები ყოველდღიურად ამტკიცებენ საპირისპიროს. ვითარდებიან, რუსული მარწუხებისგან თავისუფლდებიან და დემოკრატიული ინსტიტუტების ნაწილი ხდებიან

თეიმურაზ პაპასქირი – ოპოზიციის ციხეში ჩასმა ივანიშვილს სავაჭროდ უნდა, ფსონს წევს, ეს ისწავლა საკუთარი პატრონისგან, მოსკოვისგან – „საბოტაჟის საქმე“ ცრუ მოწმეებითაა სავსე და როცა ხელისუფლება შეიცვლება, ყველა პასუხს აგებს, პროკურორიც და მოსამართლეც