დიმიტრი სანაკოევი დროებით ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მაცხოვრებლებზე: რა ფორმითაც მათ აირჩიეს ცხოვრება, მათთვის უტოპიაა, ჩემთვის მტკივნეულია

დიმიტრი სანაკოევი დროებით ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მაცხოვრებლებზე: რა ფორმითაც მათ აირჩიეს ცხოვრება, მათთვის უტოპიაა, ჩემთვის მტკივნეულია
სათქმელი ერთია, ყველამ უნდა გაიგოს ერთი რამ: იმ ფორმით, რა ფორმითაც მათ აირჩიეს ცხოვრება, მათთვის უტოპიაა, ჩემთვის მტკივნეული სიტუაციაა. ამ ხალხის და რეგიონის ეკონომიკური განვითარება, ხვალ ან ზეგ, მაინც საქართველოს ფარგლებში მოხდება, – ამის შესახებ, 2006-2022 წლებში სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დიმიტრი სანაკოევმა, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
როგორც სანაკოევმა აღნიშნა, დროებით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა, თავადაც კარგად ხვდება, რომ ყველაფრით რუსეთზე არიან დამოკიდებული და ერთ დღეს, შესაძლოა ეს წყარო გადაიკეტოს, რაც მათ ფინანსებისა თუ ბიუჯეტის გარეშე დატოვებს.
მისივე თქმით, იურიდიულად, კონსტიტუციით და ყველანაირად, ეს ტერიტორია საქართველოსია და იქ მცხოვრებმა მოსახლეობამ უნდა გაიგოს, რომ ჩვენი, ყველას სამშობლო საქართველოა.
“შეიძლება ის რესურსი, რომელიც იქ არის, სწორად გამოვიყენოთ და ვიგრძნოთ, მივცეთ საშუალება, რომ იგრძნონ, საქართველო არის მათი სამშობლოც, ჩვენი, ყველას სამშობლო. თვითონაც კარგად ხვდებიან, რომ თავისი ფინანსებით, ბიუჯეტით – ყველაფრით დამოკიდებულები არიან რუსებზე, რუსულ ბიუჯეტზე. თვითონ რუსული ბიუჯეტი აძლევს ამათ თანხას, ნებისმიერ დროს შეიძლება ეს წყარო გადაიკეტოს და დარჩებიან ისე. ამიტომ, იურიდიულადაც, კონსტიტუციის ფარგლებშიც და ყველანაირად, ეს ტერიტორია არის საქართველოს ტერიტორია, აქ ცხოვრობს ოსი მოსახლეობა და მინდა, გაიგონ ერთი რაღაც, რომ ჩვენი სამშობლო საქართველოა და განვვითარდებით ერთად. ვიცი, რომ ტკივილია, იქ შეიძლება დღესაც გამოაცხადონ რომ მოღალატე ვარ, მაგრამ, სიმართლე მაინც ესაა და ხმამაღლა უნდა ვთქვათ. სახლში შეიძლება ბევრი ფიქრობს, რომ ასეა, მაგრამ გარეთ ვერ გამოვლენ და ვერ იტყვიან იმას, რასაც ახლა მე ვიძახი.” – აღნიშნა დიმიტრი სანაკოევმა.
Next: სხვა ვერაფერი მოახერხეთ “ნაცურმა” ფლანგმა და ახლა ამ მდაბიო პროვოკაციით ცდილობთ, რაღაც გამოიწვიოთ

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით