ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიმიტრი პესკოვი - BRICS-ის სამიტის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრებისას უკრაინის საკითხი ბევრჯერ იქნა განხილული

დიმიტრი პესკოვი - BRICS-ის სამიტის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრებისას უკრაინის საკითხი ბევრჯერ იქნა განხილული

BRICS-ის სამიტის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრებისას უკრაინის საკითხი ბევრჯერ იქნა განხილული, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„გუშინდელი ორმხრივი საუბრების დროს, რომელიც პრეზიდენტს ბევრი ჰქონდა, უკრაინა ბევრჯერ იქნა განხილული. როგორც წესი, უკრაინის კრიზისთან დაკავშირებული ნაწილი ყოველი შეხვედრის დღის წესრიგშია. პრეზიდენტი არსებული მდგომარეობისა და მოგვარების პერსპექტივების შესახებ მკაფიო შეფასებებს აკეთებს. რა თქმა უნდა, აღვნიშნავთ,რომ უკრაინულ მხარეს მოლაპარაკებების წარმოების სურვილი არ აქვს და იმას, რომ ფრონტის ხაზზე რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის ძალიან პოზიტიური დინამიკაა“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
პესკოვმა აღნიშნა, რომ BRICS-ის წევრი სახელმწიფოების ლიდერები კონფლიქტის მოგვარების საქმეში წვლილის შეტანისა და შუამავლობის მზადყოფნას გამოთქვამენ.
„ჩვენ მივესალმებით მსგავს ძალისხმევას, მაგრამ შემდეგ უნდა ვნახოთ რა გამოვა“, - აღნიშნა კრემლის პრესმდივანმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.