ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიმიტრი პესკოვი - ჩინეთზე აშშ-სა და ევროკავშირის უპრეცედენტო ზეწოლა გრძელდება, მათ შორის ჩვენთან ურთიერთობის კონტექსტში

ჩინეთზე აშშ-სა და ევროკავშირის უპრეცედენტო ზეწოლა გრძელდება, მათ შორის ჩვენთან ურთიერთობის კონტექსტში, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ჩინეთზე აშშ-სა და ევროკავშირის უპრეცედენტო ზეწოლა გრძელდება, მათ შორის ჩვენთან ურთიერთობის კონტექსტშიც. ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ პრობლემებს ქმნის, მაგრამ ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის დაბრკოლება ვერ გახდება“, - განაცხადა პესკოვმა.
დიმიტრი პესკოვი რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, აშშ-ის სანქციების შიშით ზოგიერთმა ჩინურმა ბანკმა რუსეთიდან ჩინურ იუანში ტრანზაქციების განხორციელება შეწყვიტა.
„ჩინეთთან ურთიერთობების უმაღლესი დონისა და ჩვენი ურთიერთობების განსაკუთრებული ხასიათიდან გამომდინარე, ამ სირთულეების დასაძლევად საჭირო შესაძლებლობები გვაქვს“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.