ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიმიტრი პესკოვი - შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისგან დაცვის მიზნით, უკრაინაში „სანიტარული ზონის“ შექმნის შესახებ რუსეთის ფედერაცია პოზიციას არ ცვლის

შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისგან დაცვის მიზნით, უკრაინაში „სანიტარული ზონის“ შექმნის შესახებ რუსეთის ფედერაცია პოზიციას არ ცვლის, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
დიმიტრი პესკოვის ცნობით, უკრაინაში „სანიტარული ზონების“ შექმნის შესახებ ვლადიმერ პუტინის იდეასთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა.
„ამ მხრივ არაფერი იცვლება“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
პესკოვმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მიწოდებული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების წინააღმდეგ ბრძოლა რუსეთის შეიარაღებული ძალების კომპეტენციაში შედის.
„ეს უფრო მეტად შეიარაღებული ძალების კომპეტენციაში შედის. ჩვენ არ ვართ კომპეტენტურები, რომ ამ საკითხზე რაიმე ვთქვათ“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.
ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესის მიერ დამტკიცებული უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი შორ მანძილზე მოქმედ ATACMS-ის რაკეტებსაც მოიცავს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.