დიმიტრი პესკოვი – ყველას ვურჩევ, სერგეი ლავროვსა და მარკო რუბიოს შორის კონტაქტებთან დაკავშირებით საგაზეთო ცნობებს არ დაეყრდნონ

რუსეთის პრეზიდენტი პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი ჟურნალისტებს მოუწოდებს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის კონტაქტებთან დაკავშირებით, გაზეთების შეფასებების ნაცვლად, ოფიციალურ ფორმულირებას დაეყრდნონ.
„ყველას ვურჩევ, გაიხსენონ ლავროვისა და რუბიოს მიერ გამოყენებული ფორმულირებები. იყო სრულიად განსხვავებული ფორმულირებები, სრულიად განსხვავებული შეფასებები და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ ამ ფორმულირებებზე და არა საგაზეთო ცნობებზე“, – აღნიშნა პესკოვმა.
შეგახსენებთ, Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის ბუდაპეშტში დაგეგმილი სამიტი ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელებს შორის დაძაბული სატელეფონო საუბრის შემდეგ მიიღეს. გამოცემის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვაშინგტონს გაუგზავნა მემორანდუმი, რომელშიც ხაზგასმული იყო კონფლიქტის „ძირეული მიზეზების“ მოგვარების უცვლელი მოთხოვნები, რაც გულისხმობს უკრაინის მხრიდან ტერიტორიულ დათმობებს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მკვეთრ შემცირებას და გარანტიებს, რომ ის არასდროს შეუერთდება ნატო-ს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – “ახალი” თავიდანვე იყო ენმ-ის გასაყოფად შექმნილი გილაურის ბიზნეს პროექტი, რომელიც დაიშალა, როგორც ვიწინასწარმეტყველე, მალევე, როცა ფული შეწყდა – თუ იმასაც უარყოფთ, რომ მელიამ და გვარამიამ პარტია გაიყვეს და “ახალი N4” აღარ არსებობს?

სალომე ზურაბიშვილი – ალბათ, უნდათ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია, ეს მათი თამაშებია, მაგრამ ნათელია, ეს ხელისუფლება უკვე ხელისუფლებას აღარ ჰგავს – ღრმა კრიზისშია და თავმომძვრალი ქათამივით აქეთ-იქით ეჯახება