დიმიტრი პესკოვი - უკრაინისთვის Tomahawk-ის რაკეტების შესაძლო მიწოდება რუსეთის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს - დრამატული მომენტია ყველა მხრიდან დაძაბულობის ესკალაციის თვალსაზრისით

უკრაინისთვის Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების შესაძლო მიწოდება რუსეთის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ეს არის სპეციალური იარაღი; ისინი შეიძლება იყოს ბირთვული ან არაბირთვული. მათ აქვთ დიდი, მნიშვნელოვანი მოქმედების რადიუსი“, - განაცხადა პესკოვმა და დასძინა, რომ Tomahawk-ის რაკეტები ბრძოლის ველზე სიტუაციას ვერ შეცვლის.
მისი თქმით, რუსეთი სწავლობს დასავლეთში გაკეთებულ განცხადებებს რაკეტების შესაძლო გადაცემასთან დაკავშირებით
„ძალიან დრამატული მომენტია ყველა მხრიდან დაძაბულობის ესკალაციის თვალსაზრისით“, - აღნიშნა პესკოვმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.