დიმიტრი პესკოვი – უკრაინისთვის Tomahawk-ების გადაცემას რუსეთი შესაბამის პასუხს გასცემს

უკრაინისთვის Tomahawk-ების გადაცემას რუსეთი შესაბამის პასუხს გასცემს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. კითხვაზე, თუ როგორ უპასუხებს რუსეთი უკრაინისთვის Tomahawk-ის რაკეტების გადაცემას, პესკოვმა უპასუხა, რომ „შესაბამისად“.
ამასთან, კრემლის პრესსპიკერი The Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც აშშ უკრაინას რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით დარტყმებისთვის სადაზვერვო ინფორმაციას მიაწვდის.
„ეს მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციაა, თუმცა გამოცდილება აჩვენებს, რომ მსგავსი ინფორმაცია არსაიდან არ ჩნდება. ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას ონლაინ რეჟიმში მუდმივად უზიარებს“, – აღნიშნა პესკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – თუ შალვა პაპუაშვილის ბრიუსელში ვიზიტი ჩაივლის ისე, რომ არ ექნება არცერთი შეხვედრა ევროკავშირის ინსტიტუტებში, ნათელი გახდება თუ რაოდენ იზოლაციაშია დღეს მოქცეული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად ჩვენი ქვეყანა