დიმიტრი პესკოვი – სტამბოლში უკრაინასთან დაგეგმილი მორიგი მოლაპარაკებების დროს სასწაული გარღვევის მიღწევის იმედი არ გვაქვს

სტამბოლში უკრაინასთან დაგეგმილი მორიგი მოლაპარაკებების დროს სასწაული გარღვევის მიღწევის იმედი არ გვაქვს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„მოდით, გულწრფელად ვთქვათ: უკრაინული კონფლიქტის მოგვარების საკითხი იმდენად რთულია, რომ გაცვლის ან გარდაცვლილთა ცხედრების დაბრუნების შესახებ შეთანხმებები უკვე მიღწევას წარმოადგენს. რა თქმა უნდა, სასწაული გარღვევის მოლოდინი არ არსებობს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ არსებულ ვითარებაში ეს შესაძლებელია“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
მისი თქმით, რუსეთი „მზად არის თავისი ინტერესების დაცვა გააგრძელოს და დასახულ მიზნებს მიაღწიოს“.
ცნობისთვის, გუშინ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა სტამბოლში, 23 ივლისს არის დაგეგმილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან