დიმიტრი პესკოვი – სპეციალური სამხედრო ოპერაცია მაშინ დასრულდება, როგორც კი რუსეთი თავის მიზნებს მიაღწევს

სპეციალური სამხედრო ოპერაცია მაშინ დასრულდება, როგორც კი რუსეთი თავის მიზნებს მიაღწევს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ნებისმიერი ომი, ასე თუ ისე, მშვიდობით სრულდება. ჩვენთვის, ჩვენს მიერ დასახული მიზნების მიღწევას ალტერნატივა არ აქვს. როგორც კი ამ მიზნების, ამა თუ იმ გზით, მიღწევა მოხდება, სპეციალური სამხედრო ოპერაცია დასრულდება“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
ამასთან, დიმიტრი პესკოვის თქმით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები მოსკოვისთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს.
„ეს ჩვენი პრიორიტეტული ინტერესის საკითხს არ წარმოადგენს, ჩვენ ჩვენი პრობლემებითა და დღის წესრიგით ვცხოვრობთ. ეს ჩვენთვის ნომერ პირველი საკითხი არ არის“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან