დიმიტრი პესკოვი – რუსეთს უკრაინასთან დაკავშირებით აშშ-ის გეგმის ძირითადი პარამეტრები გადაეცა

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინასთან დაკავშირებით აშშ-ის გეგმის ძირითადი პარამეტრები მოსკოვს ჟენევის შეხვედრაზე განხილვის შემდეგ გადაეცა.
„ძირითადი პარამეტრები გადმოგვეცა, დიახ“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს, როდესაც უპასუხა შეკითხვას: გადაეცა თუ არა მოსკოვს უკრაინასთან დაკავშირებული გეგმა მას შემდეგ, რაც ის ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.
მისი თქმით, კრემლი უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების შესაძლო პარამეტრების ყველა დეტალს არ გაამჟღავნებს.
„ჩვენ ახლა ყველა დეტალს არ გავამჟღავნებთ და, ფაქტობრივად, პრეზიდენტი გუშინ ამისკენ მოწოდებით გამოვიდა. ეს ყველაფერი განხილული იქნება“, – აღნიშნა პესკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ში რომ გაქანდა, რა უნდა, რას მიდის, ვერ გავიგე? ამ „დიფ სთეითში“ რას მიძვრება? – ხვალ საუდის არაბეთში დაუძახებენ და წავა, რაღაცას დაესწრება, ამას არანაირი ლოგიკა არ ახლავს, უბრალოდ თავის გადარჩენის მცდელობაა