ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიმიტრი პესკოვი - რუსეთი სპეციალური სამხედრო ოპერაციების მიზნების მისაღწევად იმუშავებს

დიმიტრი პესკოვი - რუსეთი სპეციალური სამხედრო ოპერაციების მიზნების მისაღწევად იმუშავებს

რუსეთი სპეციალური სამხედრო ოპერაციების მიზნების მისაღწევად იმუშავებს, თუმცა იდეალური იქნება მათი მიღწევა პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასახული მიზნების მისაღწევად. როგორც პრეზიდენტმა უკვე განაცხადა, ჩვენთვის იდეალური იქნება ამ მიზნების მიღწევა პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით. მანამ, სანამ ეს შეუძლებელია, სანამ ეს არ იმუშავებს, გავაგრძელებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას. ჩვენთვის მთავარია დასახული ამოცანების შესრულება და ყველა მიზნის მიღწევა“, - განაცხადა პესკოვმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.