დიმიტრი პესკოვი - რუსეთი მზადაა, უკრაინასთან მოლაპარაკებების პროცესი ყოველგვარი წინაპირობების გარეშე განაახლოს

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან შეხვედრაზე დაადასტურა რუსეთის მზადყოფნა, უკრაინასთან მოლაპარაკებები წინაპირობების გარეშე აწარმოოს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„ტრამპის წარმომადგენელ უიტკოფთან საუბრისას ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსული მხარე მზადაა, უკრაინასთან მოლაპარაკებების პროცესი ყოველგვარი წინაპირობების გარეშე განაახლოს“,-აღნიშნა პესკოვმა.
შეგახსენებთ, პუტინმა და უიტკოფმა შეხვედრა კრემლში პარასკევს გამართეს. მას ასევე, ესწრებოდნენ პრეზიდენტის თანაშემწე, იური უშაკოვი და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი, კირილ დმიტრიევი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.