პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიმიტრი პესკოვი - ოლიმპიური თამაშების დროს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთს საფრანგეთიდან ოფიციალური წინადადება არ მიუღია

ოლიმპიური თამაშების დროს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთს საფრანგეთიდან ოფიციალური წინადადება არ მიუღია, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მსგავსი კითხვები არაერთხელ დაუსვეს.
„პრეზიდენტმა და ჩვენმა სამხედროებმა ყურადღება იმ ფაქტზე გაამახვილეს, რომ როგორც წესი, კიევის რეჟიმი მსგავს იდეებსა და ინიციატივებს გადაჯგუფებისა და ხელახალი შეიარაღებისთვის იყენებს. ეს, რა თქმა უნდა, მსგავსი ინიციატივების განხილვის პროცესს მნიშვნელოვნად ართულებს. ამ მხრივ ოფიციალური ნაბიჯები ჯერჯერობით არავის გადაუდგამს“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების დროს მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა სურს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აპრილი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.