დიმიტრი პესკოვი – მიმდინარე კვირაში ვლადიმერ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის საუბარი დაგეგმილი არ არის

მიმდინარე კვირაში ვლადიმერ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის საუბარი დაგეგმილი არ არის, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმდინარე კვირის განრიგში საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან საუბარი დაგეგმილი არ არის.
ასევე, პესკოვი ემანუელ მაკრონის მრჩევლის მოსკოვში ვიზიტის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
„როგორც ვიცით, ელისეის სასახლემ ეს ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა. სოლიდარობის ნიშნად, ამას არც ჩვენ დავადასტურებთ და არც უარვყოფთ“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.
ცნობისთვის, გამოცემა Reuters-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის დიპლომატიურმა მრჩეველმა, ემანუელ ბონემ კრემლში, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწესთან იური უშაკოვთან მოლაპარაკებები გამართა.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა