დიმიტრი პესკოვი – ზელენსკი ცდილობს, ევროპელებს აჩვენოს, რომ „მამაცი მეომარია“

ცდილობს, ევროპელებს აჩვენოს, რომ ის მამაცი მეომარია, თუმცა ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება საპირისპიროზე მიუთითებს. ასე ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომ თუ კრემლის მაღალჩინოსნები ომს არ დაასრულებენ, მაშინ მათ თავშესაფრები დასჭირდებათ.
„ზელენსკი ცდილობს ევროპელებს, რომლებიც ახლა მარჩენლების როლში გამოვლენ, აჩვენოს, რომ ის „მამაცი მეომარია“. თუმცა, ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება საპირისპიროზე მიუთითებს და ყოველდღიურად უკრაინის მოლაპარაკებების პოზიციები განუწყვეტლივ უარესდება“, – განუცხადა პესკოვმა „როსია 1“-ის ჟურნალისტს პაველ ზარუბინს.
კითხვაზე, როგორ აღიქვამს კრემლი რუსეთის ძალაუფლების ცენტრზე თავდასხმას, პესკოვმა უპასუხა, „უმჯობესია ამაზე საერთოდ არ ვისაუბროთ“.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Axios-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ კრემლის მაღალჩინოსნები ომს არ დაასრულებენ, მაშინ მათ თავშესაფრები დასჭირდებათ.
„ჩვენ მშვიდობიან მოსახლეობას არ დავბომბავთ, რადგან ტერორისტები არ ვართ. კრემლის მაღალჩინოსნებმა უნდა იცოდნენ სად არის თავშესაფრები. მათ ეს დასჭირდებათ. თუ ომს არ დაასრულებენ, მაშინ მათ ისინი ნებისმიერ შემთხვევაში დასჭირდებათ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: სად არიან ის კომპანიები, რომლებსაც პარლამენტში დაატარებდნენ და ფასების უკანონო შეთანხმებაში სდებდნენ ბრალს? სად არიან ბობოლა ნავთობიმპორტიორები, რომლებიც წლების განმავლობაში გარიგებული მაღალი ფასებით ძარცვავენ ხალხს?…

მიხეილ სააკაშვილი – 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია, უნდა გადაიზარდოს თანმიმდევრულ საპროტესტო გაშლილ ფრონტში – საქართველოს გასათავისუფლებლად