ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიმიტრი პესკოვი - ვლადიმირ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის მოლაპარაკებებისთვის არსებითი მზადება ჯერ არ მიმდინარეობს

დიმიტრი პესკოვი - ვლადიმირ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის მოლაპარაკებებისთვის არსებითი მზადება ჯერ არ მიმდინარეობს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის მოლაპარაკებებისთვის არსებითი მზადება ჯერ არ მიმდინარეობს, სხვადასხვა ქვეყნები მხოლოდ ჰიპოთეზურად გვთავაზობენ კონტაქტების ორგანიზებას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ბევრი ქვეყანა გვთავაზობს თავის, როგორც ქვეყნის, მომსახურებას, სადაც ჰიპოთეზურად, შესაძლებელია კონტაქტების დამყარება, მაგრამ ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია. ჯერ არანაირი არსებითი მზადება არ მიმდინარეობს. არსებობს დეკლარირებული გაგება და პოლიტიკური ნება, რომ ასეთი კონტაქტები იქნება საჭირო და მიზანშეწონილი“, - განაცხადა პესკოვმა, როდესაც კომენტარი გააკეთა სხვადასხვა ქვეყნების განცხადებებზე მოლაპარაკებების მასპინძლობისთვის მათ მზადყოფნასთან დაკავშირებით.
ამასთან, პესკოვის თქმით, აღნიშნულ საკითხზე უფრო კონკრეტულად საუბარი მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც ვაშინგტონში ადმინისტრაცია შეიცვლება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.